ლუის ენრიკე: "კვარაცხელიათი კმაყოფილი ვარ, მას დრო სჭირდება და ამიტომ არ ვჩქარობ"
2 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
"პსჟ-ს" მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე, "ბრესტთან" გასამართი უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის საპასუხო მატჩის წინ, პრესკონფერენციის დროს, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.
"ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით კმაყოფილი ვარ. ძალიან კმაყოფილი ვარ მისი საქმისადმი დამოკიდებულებით და ვარჯიშების დროს ქცევით.
აშკარაა, რომ მას ადაპტირებისთვის დრო სჭირდება. მაგიური ფორმულა არ არსებობს, მხოლოდ საკმარისი დრო ადაპტირებისთვის. ის ჩვენთვის სამომავლო, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში დამატებული ფეხბურთელია, ასე რომ, არსად მეჩქარება", - ამბობს ესპანელი სპეციალისტი.
ორრაუნდიანი შეხვედრის საწყისი მატჩი "პსჟ-მ" (3:0) მოიგო, საპასუხო შეხვედრა კი 20 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.