Belive

ლუჩესკუ თანამდებობას ტოვებს | საქართველოს ნაკრების მეტოქეს გეორგე ჰაჯი გაწვრთნის

5 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მეტოქე გუნდის, რუმინეთის მთავარ მწვრთნელად ამ ქვეყნის საფეხბურთო ისტორიის ყველაზე გამორჩეული ფიგურა, გეორგე ჰაჯი ინიშნება.

რუმინულ მედიაში საუბრობენ, რომ ვეტერანი მთავარი მწვრთნელი, მირჩა ლუჩესკუ ნაკრებს დატოვებს, 80 წლის სპეციალისტის კონტრაქტი მაისში იწურება.

ახალ მთავარ მწვრთნელად, რუმინეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, გეორგე ჰაჯი აქტიურად განიხილება. ბარსელონას, მადრიდის რეალის, გალათასარაის და ბუქარესტის სტიაუას ყოფილი შემტევი ნაკრებს 2001 წელს ორ მატჩში ხელმძღვანელობდა.

საქართველოს ნაკრებისა და რუმინეთის ამხანაგური მატჩი 2 ივნისს, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზეა დაგეგმილი.

სხვა სტატიები