Belive

"ლივერპულში გადასვლისთვის უკვე ემზადება" - ბრიტანული მედია მამარდაშვილზე საუბრობს

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი "ლივერპულში" გადასვლისთვის უკვე ემზადება და ახალი სეზონიდან ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის ბრძოლას აპირებს.

The Athletic-ის ინფორმაციით, "ვალენსიაში" იჯარით მყოფი მეკარე არ იზიარებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მის კიდევ ერთხელ განათხოვრებასთან დაკავშირებით, სურს რომ ზაფხულში "ლივერპულში" გადაბარგდეს და ძირითად შემადგენლობაში თამაშისთვის იბრძოლოს.

ქართველი მეკარე ინგლისური ენის დონის ამაღლებას ცდილობს და გაკვეთილებს გადის, ასევე, ეცნობა ბრიტანეთში ცხოვრების პირობებს და ყველა საჭირო ინფორმაციას.

"ქართველ მეკარეს პროფესიონალური განვითარებისათვის სათამაშო დრო სჭირდება, "ალისონი" კი საოცარ ფორმაშია და ამის გამო არნე სლოტის გუნდს თავსატეხი ელის", - წერს anfieldwatch.

24 წლის ქართველი მეკარე ამ სეზონში "ვალენსიაში" იჯარის წესით თამაშობს, ზაფხულში კი ინგლისურ გრანდს უნდა შეუერთდეს. გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის ამ გათამაშებაში 21 მატჩში აქვს ნათამაშები, საიდანაც 5 შეხვედრაში კარის უსაფრთხოება მშრალად შეინახა.

სხვა სტატიები