"კვარას პსჟ-ში გადასვლით ნაპოლიში კრიზისია, ყველაფერი უგუნური მენეჯმენტის ბრალია" - ნეაპოლური მედია
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ნეაპოლური მედია საშუალება spazionapoli საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას და მისი "ნაპოლიდან" "პსჟ-ში" ტრანსფერის შესახებ საუბრობს. კონკრეტულად, სტატიაში განხილულია ის გარემოება, რომ 24 წლის ქართველი ფეხბურთელის შესაძლებლობები ნეაპოლელებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს და მისი ახალ გუნდში გადასვლით საკმაოდ დიდი სპორტული ზარალი მიიღეს.
"ზოგიერთი სასიყვარულო ისტორია ბევრ ცვალებადობას გადის და თავის ადგილზე ბრუნდება, ზოგი კი საერთოდ ქრება, ისევე, როგორც ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" შემთხვევაში.
ურთიერთობა, რომელიც არსაიდან მოვიდა, მოკლე დროში გაიზარდა და შემდეგ გაქრა. ქართველმა იანვრის სატრანსფერო ბაზარზე გადაწყვიტა კამპანიის დედაქალაქიდან გადაბარგებულიყო. შემთხვევითი არ არის, რომ "ნაპოლის" კრიზისის მიზეზი "პსჟ-ს" ამჟამინდელი ფეხბურთელის გაშვებაშია.
"ნაპოლი" ერთ-ერთ ყველაზე რთულ მომენტს გადის მას შემდეგ, რაც ანტონიო კონტე "აძურების" სათადარიგოთა სკამზე დაჯდა. რამდენიმე კვირის წინ ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ქარიშხალი მოდიოდა, მოვიდა და შეიძლება იყოს სრულიად უგუნური მენეჯმენტის შედეგი გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს.
იანვრის თვე ისტორიაში შევა, რადგან "აძურებმა" კიდევ ერთი რეკორდული კაპიტალის მოგება მიიღეს. ცხადია, ეს უკანასკნელი წარმოდგენილია ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ-ში" 75 მილიონ ევროდ გადასვლის გარეშე, მაგრამ მხოლოდ შემოსავალი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის.
"ნაპოლის" კრიზისი სატრანსფერო ფანჯრის მიწურულიდან იღებს სათავეს, როცა მათ კვარაცხელიას პოზიციაზე ახალი ფეხბურთელი ვერ დაიმატეს, შემდეგ კი ტრავმები: ოლივერა, სპინაცოლა, ნერეში და მაძოკი.
ასევე, ტაქტიკური სქემის შეუცვლელობა ბევრ შეკითხვას აჩენს. აქვს თუ არა ანტონიო კონტეს გუნდს რაიმე ალტერნატივა? პასუხია, არა. ეს გუნდი მხოლოდ ერთი ტურნირისთვის, იტალიის ჩემპიონობისთვის აშენდა და არ აქვს შემადგენლობის ის სიღრმე, რომელიც ყველა გუნდს რთულ პერიოდში დაეხმარება ხოლმე. ასე რომ, ჩემპიონატში მოგზაურობა ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ რაღაცების შეცვლა აუცილებელია", - წერს spazionapoli.
ხვიჩა კვარაცხელიას ახალი გუნდის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ნათამაშებ 8 მატჩში 2 გატანილი გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა.