"კვარას ამასთან შესაგუებლად რამდენიმე დღე დასჭირდა" - ზურიკო დავითაშვილი მეგობრის ადაპტაციაზე საუბრობს
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და "სენტ-ეტიენის" შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია თანაგუნდელისა და მეგობრის, ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ-ში" ადაპტირების შესახებ საუბრობს.
"ამ ქვეყანაში, პროვინციებშიც კი მაღაზიის მუშაობის საათები მკაცრად კონტროლდება. ისინი ადრე იხურება, ზოგჯერ ლანჩის დროსაც კი. ამან გააკვირვა, 4-5 დღის განმავლობაში კვარას ამასთან ადაპტირება დასჭირდა", - ამბობს 24 წლის ქართველი ვარსკვლავი.
ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილს, "დინამო თბილისის" აკადემიაში აღზრდის შემდეგ, კარიერის განმავლობაში საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში, ასევე ყაზანის "რუბინში", "დინამო ბათუმსა" და ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში ერთმანეთის მხარდამხარ 91 მატჩში აქვთ მონაწილეობა მიღებული და ერთმანეთის პასებით 14 გოლი აქვთ შექმნილი.
24 წლის ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას ახალი გუნდის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ნათამაშებ 10 მატჩში 2 გატანილი გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა.