Belive

კრისტალ პალასის ფეხბურთელი: "კვარაცხელია მსოფლიოში საუკეთესოა"

2 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

კრისტალ პალასის ნახევარმცველს, ადამ უორტონს ინტერვიუს დროს ამ მომენტში, მსოფლიოს საუკეთესო 3 ფეხბურთელის დასახელება სთხოვეს და მან საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

ჟურნალისტი: ვინ არიან ამ მომენტში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები?

ადამ უორტონი: ხვიჩა კვარაცხელია, მაიკლ ოლისე და ჰარი კეინი.

ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში პსჟ-ს შემადგენლობაში 48 მატჩში 19 გოლის გატანა და 11 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. პსჟ-მ ლიგა 1-ისა და უეფას ჩემპიონთა ლიგის ტიტული დაიცვა.