კიდევ ერთი ტრანსფერი: გორის დილამ ლეგიონერი დანიის სუპერ ლიგაში გაუშვა
10 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის მოქმედმა გამარჯვებულმა და ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის ვერცხლისმედალოსანმა, გორის დილამ, ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერი, სირილ ედუძი გაუშვა.
შიდაქართლური გუნდიდან ევროპაში კიდევ ერთი ლეგიონერის ტრანსფერი განხორციელდა. 19 წლის განელი ფეხბურთელი დანიის სუპერ ლიგის წარმომადგენელ რანდერსში ითამაშებს.
გორის დილამ აფრიკელი შემტევი ნახევარმცველი ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის დაწყებამდე დაიმატა, რომელმაც გუნდში 37 მატჩში 4 გოლის გატანა და 10 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.
2025 წელი გორის დილას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა. გუნდმა საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერ თასი და დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო, ეროვნულ ლიგაში კი მეორე ადგილი დაიკავა.