კიდევ ერთი იჯარა, ამჯერად სხვა გუნდში: მამარდაშვილის ლივერპულში თამაში შესაძლოა ისევ გადაიდოს
5 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
"ლივერპულთან" დაახლოებული მედია საშუალებები და ჟურნალისტები საუბრობენ იმის შესახებ, რომ არ არის გამორიცხული, საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულში" დებიუტი კიდევ უფრო მეტ ხანს გადაიდოს და იგი გუნდმა კვლავ იჯარის წესით გაანათხოვროს.
"ლივერპულს" 100 პროცენტით არ დაუდასტურებია, რომ მამარდაშვილი დაბრუნდება და მომავალ სეზონში დაიწყებს ძირითად შემადგენლობაში თამაშს. არ გამოვრიცხავ, რომ სასტარტოში კვლავ ალისონს ვიხილავთ და მამარდაშვილს კიდევ ერთი გათამაშების განათხოვრებით თამაში მოუწევს.
ეს გიორგი მამარდაშვილისთვის რთული იქნება, განსაკუთრებით მომდევნო წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოახლოების გათვალისწინებით. გაოგნებული ვიქნები, თუ მას შემდეგ წელსაც მეორე ნომრის როლს გამოუძებნიან", - ამბობს ჟურნალისტი გრემ ბელი.
onefootball წერს, რომ "ლივერპულისთვის" ბალანსის პოვნა აუცილებელია.
"იმედია, "ლივერპულის" ხელმძღვანელობა უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც ალისონის, გამოცდილი ფეხბურთელის ერთგულებასა და გიორგი მამარდაშვილის ახალგაზრდულ პერსპექტივას შორის ბალანსს დაიცავს", - წერს onefootball.
24 წლის ქართველი მეკარე ამ სეზონში "ვალენსიაში" იჯარის წესით თამაშობს, ზაფხულში კი ინგლისურ გრანდს უნდა შეუერთდეს. გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის ამ გათამაშებაში 21 მატჩში აქვს ნათამაშები, საიდანაც 5 შეხვედრაში კარის უსაფრთხოება მშრალად შეინახა.