გიორგი მაისურაძე: "რთული პერიოდი დავძლიე და კარგ ფორმაში შევდივარ"
6 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი მაისურაძე უკრაინულ გუნდ ჟიტომირის "პოლისიაში" გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
"აქ გადმოსვლისას თავიდან ძალიან გამიჭირდა, რადგან ადაპტირებისთვის დრო მჭირდებოდა. ახალი ქვეყანა, ახალი გარემო, კარიერაში სადებიუტო ტრანსფერი, ყველაფერში სიახლე, ასე რომ ადაპტირებისთვის დრო დამჭირდა. ახლა თავს უფრო ბედნიერად ვგრძნობ.
ახლა თავს კომფორტულად ვგრძნობ და ამიტომაც, მგონია, რომ სათამაშო ფორმაც უმჯობესდება. ჩვენი მიზნები გვაქვს, რომლის შესასრულებლადაც ვმუშაობთ, რათა გავიმარჯვოთ", - ამბობს 23 წლის ფეხბურთელი.
ახალგაზრდა მარჯვენა მცველი უკრაინულ გუნდში 2024 წლის ზაფხულში გადაბარგდა და მას შემდეგ გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 6 მატჩში 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. გიორგი მაისურაძეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება აქვს.