გაბედავა მშობლიურ გუნდში ბრუნდება: გაგრას ახალ სეზონამდე ბევრი სიახლე აქვს
საქართველოს ეროვნული ლიგის წარმომადგენელ "გაგრას" 2025 წლის სეზონის დაწყების წინ ბევრი სიახლე აქვს.
ცოტა ხნის წინ გუნდი "გაგრას" რამდენიმე ფეხბურთელმა შეიცვალა: ოთარ აფციაური და ირაკლი იაკობიძე იჯარის ვადის გასვლის შემდეგ, "დინამო თბილისში" დაბრუნდნენ, მათთან ერთად, გიორგი ქიმაძე, ნოდარ ქავთარაძე, ბექა გაბისკირია, ზაზა ციცქიშვილი, გიორგი უბილავა, სირილ ჩამბა და გიორგი ლომთაძეც წავიდნენ.
რაც შეეხება სიახლეებს, საქართველოს ეროვნულ ლიგას ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლე, გიორგი გაბედავა დაუბრუნდა, რომლისთვისაც "გაგრა" მშობლიური გუნდია, მასთან ერთად "გაგრას" ბელარუსი მეკარე, რომან სტეფანოვი და გორის "დილასა" და "დინამო ბათუმში" თამაშის გამოცდილების მქონე, ბრაზილიელი მარცხენა მცველი, ვანდერსონ სილვა შეუერთდა. ასევე, ცოტა ხნის წინ, გუნდმა "თელავიდან" ნიჭიერი ახალგაზრდა, ოთარ გაგნიძე დაიმატა.
"გაგრამ" გუნდის რამდენიმე წამყვან მოთამაშესა და მწვრთნელთან კონტრაქტიც გაახანგრძლივა, მათ შორის უკრაინელი მეკარე, ალექსანდრ ვორობეი, მათე ცინცაძე, გიორგი პაპუაშვილი, გიორგი ხარებაშვილი და მთავარი მწვრთნელი, გიორგი ონიანი არიან.
2025 წლის სეზონს "გაგრა" 1 მარტს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ვიცე-ჩემპიონ ქუთაისის "ტორპედოსთან" მატჩით დაიწყებს.