Belive

ფრე უელსთან | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა B ლიგის ჯგუფი მოიგო

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა სან მარინოში შესარჩევი ციკლის დასკვნითი მატჩი უელსის პირისპირ ჩაატარა, რომელშიც ფრე (2:2) დაფიქსირდა.

შეხვედრაში ანგარიში 23-ე წუთზე, საბა ავდოევმა შორეული დარტყმით გახსნა, ხოლო მეორე გოლი ნიკოლოზ ხატოიანმა გაიტანა.

ალექსანდრე კობახიძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფში ანდორასა და სან მარინოს აჯობა და 7 ქულით ჯგუფის გამარჯვებული გახდა.

აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, მომდევნო წლიდან 19-წლამდელთა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას და სან მარინოში მიღწეული დადებითი შედეგი სწორედ ამ შესარჩევი ციკლის წილისყრის პროცესზე მოახდენს გავლენას.

სხვა სტატიები