ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის კალენდარი ცნობილია
საქართველოს ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონი 28 თებერვალს დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში 37-ე სეზონი 28 თებერვალს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, მოქმედ გამარჯვებულ "იბერია 1999-სა" და "თელავს" შორის გასამართი მატჩით დაიწყება.
1 მარტს სათამაშო დღის ორი შეხვედრა გაიმართება: წყალტუბოს "სამგურალი" "კოლხეთი 1913-ს", ხოლო ქუთაისის "ტორპედო" "გაგრას" უმასპინძლებს. რაც შეეხება ტურის დარჩენილ ორ მატჩს, ისინი 2 მარტს შედგება და აქ გორის "დილა" "გარეჯს", ხოლო "დინამო ბათუმი" "დინამო თბილისს" მიიღებს.
ეროვნული ლიგა 2-ის საწყისი ტურის შეხვედრები 7 და 8 მარტს შედგება.
ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის სრულფასოვანი კალენდრის ნახვა მითითებულ ბმულზე გადასვლითაა შესაძლებელი.