Belive

"დე ლაურენტისმა კვარასთან მიმართებაში სიძუნწე გამოიჩინა" - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე საუბრობს

1 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიელი ჟურნალისტი პაოლო ესპოზიტო საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს. ჟურნალისტი ამბობს, რომ პსჟ-ს ქართველი ვარსკვლავის მიმართ ნაპოლის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა სიძუნწე გამოიჩინა.

"სიმართლე უნდა ითქვას იმაზე, რაც სინამდვილეში მოხდა: აურელიო დე ლაურენტისმა კვარაცხელიას სადებიუტო ბრწყინვალე სეზონის შემდეგ სიძუნწე გამოიჩინა. მან ფეხბურთელს ის მიზერული ხელფასი არ გაუზარდა, რომელიც ხვიჩას ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა დანიშნული, როცა ნაპოლიში გადმოსვლისას ფეხბურთის სამყაროში არავინ იცნობდა.

დე ლაურენტისი ძველ კონტრაქტს ჩაეჭიდა და ხვიჩას ის სამართლიანად დამსახურებული ხელფასი არ გაუზარდა, რომელსაც ფეხბურთელი ითხოვდა. ამით მან გააღიზიანა როგორც მოთამაშე, ისე მისი გარემოცვა, რამაც ტრანსფერის მოთხოვნამდე და ამ ისტორიის დასრულებამდე მიგვიყვანა.

დღეს, ასეთი კვარაცხელიათი, ნაპოლი იქნებოდა ვარსკვლავური გუნდი, რომელიც კიდევ რამდენიმე სკუდეტოს მოიგებდა და ბევრად უკეთესად გამოვიდოდა ჩემპიონთა ლიგაზე. სამწუხაროა. ეს არის ნეაპოლური ფეხბურთის სიღატაკე", - ამბობს პაოლო ესპოზიტო.

ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლიში 2022 წლის ზაფხულიდან 2025 წლის იანვრამდე ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 30 გოლის გატანა, 29 საგოლე პასის გაკეთება და 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონატის მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები