Belive

"დავითაშვილის ნაცვლად წიტაიშვილი" - ერთმა ქართველმა შესაძლოა მეორე შეცვალოს

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ერთმა შემტევმა ნახევარმცველმა შესაძლებელია მეორე შეცვალოს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. butfootballclub წერს, ამ სეზონის შემდეგ, ზურიო დავითაშვილი სენტ-ეტიენს დატოვებს, ხოლო მის ნაცვლად გუნდი, გიორგი წიტაიშვილს დაიმატებს.

"ზურიკო დავითაშვილმა შესაძლოა მომავალ სეზონში სენტ-ეტიენი დატოვოს, გუნდმა კი მისი თანამემამულე, 25 წლის გიორგი წიტაიშვილი დაიმატოს. მეცის ფეხბურთელი შესაძლებელია გუნდმა უფასოდ დაიმატოს.

გიორგი წიტაიშვილი გუნდში დიდი პატივისცემით სარგებლობს. ამ სეზონში კიევის დინამოდან მეცში იჯარით გადასული ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტი ივნისში იწურება. ის მეცის იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელთაგანია, რომელიც გაჭირვებულ გუნდში გამოირჩეოდა, ლიგა 1-ში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მისი პროფილი ამ ზამთარში ლიონთან უკვე დააკავშირეს, რაც აჩვენებს ინტერესს ამ მრავალმხრივი მოთამაშის მიმართ, რომელსაც შეუძლია ყველა შემტევ პოზიციაზე თამაში, მათ შორის მარცხენა მცველად და ეს უპირატესობაა", - წერს butfootballclub.

ამ სეზონში, ზურიკო დავითაშვილს სენტ-ეტიენის შემადგენლობაში 13 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული, უშუალოდ ლიგა 1-ში კი 12 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილს იკავებს.

ქართველი ფეხბურთელის შედეგიანობის გათვალისწინებით, "მწვანეები" ლიგა 2-ში 28 ტურის შემდეგ 53 ქულით მეორე ადგილს იკავებენ და ელიტაში დასაბრუნებლად იბრძვიან.

გიორგი წიტაიშვილს მეცში 2 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს, გუნდი კი ლიგა 1-ში დასკვნით, მე-18 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები