დანიელე ადანი: "ნაპოლიმ საუკეთესო ფეხბურთელი გაუშვა და ვერ შეცვალა"
4 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
იტალიის ნაკრების ვეტერანი ცენტრალური მცველი, დანიელე ადანი Rai-ს სტუდიის ხშირი სტუმარი და ფეხბურთის კომენტატორი გახლავთ, რომელმაც ამჯერად ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან" "პსჟ-ში" ტრანსფერზე ისაუბრა და ნეაპოლური გუნდი გააკრიტიკა.
"რომასთან" მატჩში მათ ხვიჩა კვარაცხელიას და მისი ადგილის შემავსებლის გარეშე ითამაშეს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელია.
კონკრეტულ მომენტში ანტონიო კონტე პოლიტანოს და ნერეშს გაიყვანს და არავინ რჩება ისეთი, როგორიც კვარა გახლდათ, ფეხბურთელი, რომელიც მატჩის მიწურულში ბალანსს შეცვლის, ვინც კვარასავით თამაშობს. მათ უძლიერესი ფეხბურთელი გაუშვეს და მისი შემცვლელი ვერ მოიყვანეს, ეს ნიშნავს, რომ ხარვეზი არსებობს", - ამბობს "სამარტინეზეს", "მოდენას", "ლაციოს", "ბრეშას", "ფიორენტინას", "ინტერის", "ასკოლის", "ემპოლის" და იტალიის ნაკრების ვეტერანი მცველი.
ხვიჩა კვარაცხელიამ "პსჟ-ში" უკვე ორ მატჩში მონაწილეობის მიღება მოახერხა, სადებიუტო შეხვედრაში საგოლე პასი გააკეთა, მისმა გუნდმა კი 4 ქულის მოპოვება შეძლო. შემდეგ მატჩს ქართველის გუნდი 5 თებერვალს, ქვეყნის თასზე, "ლე მანთან" სტუმრად გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 00:10 საათზე დაიწყება.