Belive

ჩემპიონთა ლიგა | იბერია 1999-ს სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

1 საათის წინ ქართული სპორტი
2 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში საქართველოს ეროვნული ლიგის გასული 2 სეზონის ჩემპიონი გუნდი, იბერია 1999 წარმოადგენს.

საწყის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობას 28 გუნდი იღებს, აქედან ნახევარი განთესილია, მეორე ნახევარი კი განუთესავი. საქართველოს ჩემპიონი განუთესავთა მხარესაა წარმოდგენილი.

საინტერესო და სასიამოვნო ინფორმაციაა ის, რომ საქართველოს ჩემპიონთან ერთად განუთესავი გუნდების მხარეს საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატების წარმომადგენლები მოხვდნენ და მათ იბერია 1999-თან შეხვედრა არ მოუწევთ. გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატი საბაჰმა (ყარაბახის ნაცვლად), უნგრეთის დიორ ეტომ, ხოლო ბულგარეთის ლევსკის სოფიამ (ლუდოგორეცის ნაცვლად) მოიგო და მათ საკმარისი სარეიტინგო პოზიციები არ აქვთ, ადგილი განუთესავთა მხარეს დაიკავეს. შესაბამისად, განთესილ გუნდთა შორის, საიდანაც იბერია 1999-ის მეტოქე გაირკვევა, შედარებით იოლი გუნდები მოხვდნენ.

განთესილი გუნდები:

შემროკ როვერსი (ირლანდია);

კუოპიო (ფინეთი);

დრიტა (კოსოვო);

ბორაც ბანია ლუკა (ბოსნია და ჰერცეგოვინა);

ვიკინგურ რეიკიავიკი (ისლანდია);

ალმაატის ქაირათი (ყაზახეთი);

უნივერსიტატ კრაიოვა (რუმინეთი);

რიგა (ლატვია);

კლაკსვიკი (ფარერის კუნძულები);

ფლორა (ესტონეთი);

ლარნე (ჩრდილოეთ ირლანდია);

პეტროკუბი (მოლდოვა);

ჯერჯერობით დასადგენია თუ რომელ მხარეს მოხვდება უელსის ჩემპიონი ნიუ სეინთსი და სომხეთის ჩემპიონატის გამარჯვებული (ჩემპიონი ჯერ არ გამოვლენილა).

საწყისი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 16 ივნისს უნდა გაიმართოს, მატჩები კი 7,8 და 14,15 ივლისს.

სხვა სტატიები