Belive

ბოსნიური მედია: "გიორგი გულიაშვილი სატრანსფერო რეკორდს დაამყარებს"

3 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ბოსნიური საფეხბურთო მედია საშუალება Bosnian Fudbal საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდის, გიორგი გულიაშვილის შესახებ საუბრობს.

"ნიდალ ჩელიკის (18 წლის ბოსნიელი ტალანტი, ცენტრალური მცველი), "სარაევოდან" "ლანსში" ბოსნიის პრემიერ ლიგაში სარეკორდო ტრანსფერი იქნება, მაგრამ მიგვაჩნია, რომ როცა გიორგი გულიაშვილი გუნდს შეიცვლის, რეკორდი კიდევ ერთხელ დამყარდება. ვფიქრობდით, რომ ის ამ სატრანსფერო ფანჯარაში აუცილებლად ახალ გუნდში ითამაშებდა, რადგან ქართველი 12 გატანილი გოლით ჩემპიონატში საუკეთესო ბომბარდირია", - წერს Bosnian Fudbal.

"სარაევოს" შემადგენლობაში, ბოსნიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გიორგი გულიაშვილმა 17 მატჩში 12 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, რა მაჩვენებლითაც საუკეთესო ბომბარდირია, მისი გუნდი კი სამეულში იმყოფება. ასევე, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 4 მატჩში მან კიდევ 1 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები