A დივიზიონის 3 მატჩი: 17-წლამდე გოგონათა ნაკრები მზადებას იწყებს
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდისთვის სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ემზადება.
სალომე ხუბულურის გუნდი, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპის A დივიზიონში ისტორიაში სადებიუტოდ მონაწილეობს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იტალიის, ჩეხეთის და ხორვატიის ნაკრებებს 8-დან 14 მარტის ჩათვლით შეხვდება.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, რაც შეეხება B დივიზიონში დაქვეითებას, აქ მეოთხე ადგილზე გასული გუნდი მოხვდება.
მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები 18 ფეხბურთელით ემზადება:
მეკარე: ანანო სიგუა (ნიკე-ლუსო), ნინო მეტრეველი (რუსთავი), ელენე ბონდარევა (ნორჩი დინამო)
დაცვა: ელენე ბოლქვაძე (ლანჩხუთი), ლოლიტა კალოიანი (რუსთავი), ელიზაბეტ რიჟამაძე (კვარტალი), ნინი ვეკუა (ნორჩები)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: კესო მეტონიძე (რაჭა), ანანო მიქაბერიძე (რუსთავი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), თაკო ბულია (რაჭა), სოფო ბერულავა (ელიტა), ნატო გუტიკაშვილი (რუსთავი), ლიზი კაკულია (დინამო გაგრა), ანი დავითულიანი (სამეგრელო), სესილი გაბრელიანი (ახალგორი), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო პრემიერი, აშშ), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი)
მატჩების განრიგი
8 მარტი | იტალია - საქართველო | 17:30
11 მარტი | ჩეხეთი - საქართველო | 17:30
14 მარტი | საქართველო - ხორვატია | 15:00