უსმან ნურმაგომედოვი: "ჩემი ძმა ამ ბრძოლას მოიგებს, მჯერა!"
3 კვირის წინ
სხვა
1 წთ
2025 წლის პირველ ქართულ ბრძოლამდე UFC-ში სულ რაღაც 10 დღე რჩება. მერაბ დვალიშვილი საკუთარ ქამარს პირველად დაიცავს და მისი მოწინააღმდეგე უმარ ნურმაგომედოვი იქნება. დაუმარცხებელ დაღესტნელს ბევრი ფავორიტად მიიჩნევს და თვლიან, რომ მერაბი მასთან ქამარს დაკარგავს.
ამ ბრძოლასთან დაკავშირებით უმარის ძმამ უსმანმა ისაუბრა და თქვა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ იმავე საღამოს ისლამ მახაჩევი არმან ცარუკიანის წინააღმდეგ იბრძოლებს.
უმარის და ისლამის ბრძოლაზე მეტად ვნერვიულობ ვიდრე საკუთარზე. თუმცა, ხაბიბი მათთან ერთად არის. ისინი გაიმარჯვებენ, მჯერა. წარმოიდგინეთ წელი ორი UFC-ის, ერთი PFL-ის და ერთი Bellator-ის ჩემპიონით რომ დავიწყოთ. - ამბობს Bellator-ის ჩემპიონი
შეგახსენებთ, რომ მერაბი ჩემპიონის ქამარს პირველად დაიცავს. ბრძოლა აშშ-ში 18 იანვარსაა ჩანიშნული და თბლისის დროით 19 იანვარს, გამთენიისას დაიწყება.