Belive

"უმარი მეტად თავმდაბალი უნდა იყოს და მარცხში საკუთარი თავი დაადანაშაულოს" - დვალიშვილი

3 კვირის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილი ახლა ავტრალიაში იმყოფება, სადაც სხვადასხვა დარბაზებში მასტერკლასებს ატარებს. ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ, ჩემპიონმა ადგილობრივ მედიასთან მომავალ ბრძოლაზე და უმართან ჩხუბზე ისაუბრა.

უმარი საკუთარი მარცხის გამართლებას სხვადასხვა მიზეზებით ცდილობს. ის მეტად თავმდაბალი უნდა იყოს და მარცხში საკუთარი თავი დაადანაშაულოს. საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლოს და უკეთესი გახდეს, ეს იქნება ჩემი რჩევა.

შემდეგი ბრძოლა აპრილში ან ივნისში მექნება. სავარაუდო მეტოქე იანი ან ო'მალია. ახლა მხოლოდ კონტრაქტს ველოდები და მინდა ხალხს ვაჩვენო რამდენად ძლიერი ვარ. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს ალექსანდრე თოფურია UFC-ში სადებიუტო ბრძოლას გამართავს. მერაბის ავსტრალიაში ვიზიტს მიზეზიც სწორედ ეს გახლდათ. ვინაიდან ჩხუბი სიდნეიში არის ჩანიშნული ჩვენი დროით გამთენიისას 05:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები