"თოფურია თავისი კრივით რუსეთში სპორტის ოსტატების დონეზე ვერ იასპარეზებდა" - პიოტრ იანი
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
პიოტრ იანმა თოფურიას კრივის უნარები ეჭვქვეშ დააყენა. მისი თქმით, რუსული კრივის დონეს "მატადორი" ვერ აკმაყოფილებს.
ცხადია, რომ თოფურიას კრივის უნარები აქვს. ამას ემატება მოწინააღმდეგეები, რომლებიც მისი სტილისთვის შესაბამისები იყვნენ. ჩემი აზრით, თავისი კრივით რუსეთში სპორტის ოსტატების დონეზე ვერ იასპარეზებდა. სწორი მომზადებითა და საბრძოლო გეგმით თოფურიას დამარცხებაც შესაძლებელია. - ამბობს პიოტრ იანი
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ში საუკეთესო მოკრივედ ითვლება. აქამდე ამ რეგალიას მაქს ჰოლოუეი ატარებდა, რომელიც ილიამ ნოკაუტით დაამარცხა.