3-5 ივნისს, თბილისში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება.
უკვე დადასტურებული ინფორმაციაა, რომ ასპარეზობაში ფრანგებიც მიიღებენ მონაწილეობას. საფრანგეთის ძიუდოს ფედერაციამ, სოციალურ ქსელში შემადგენლობა დაასახელა.
ფრანგები თბილისს 25 სპორტსმენით ეწვევიან. აქედან 11 მამაკაცი, ხოლო 14 ქალი იქნება.
ასევე ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ თბილისს კვლავ არ ეწვევა ტედი რინერი. ტედი ტატამს ივლისში, ბუდაპეშტის გრანდ სლემზე დაუბრუნდება.