რომელმა სპორტსმენმა გამოიმუშავა ყველაზე მეტი 2024 წელს?
იყო ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი მსოფლიოში, არ არის პატარა მიღწევა. ფეხბურთელები, პილოტები, კალათბურთელები, მოთხილამურეები ან სპორტის ნებისმიერი სხვა სახეობის წარმომადგენლები, ერთმანეთთან კონკურენციის გარდა, საერთო ეკონომიკურ კონკურენციაშიც არიან ჩართული - უამრავი ადამიანია, რომლებიც სპორტული დონით ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს არიან, თუმცა ანაზღაურების კუთხით, მათი შემოსავალი მნიშვნელოვნად განსხვავდება. Sportico-მ გამოავლინა 2024 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია.
მოსალოდნელი იყო, რომ კრიშტიანუ რონალდუ კიდევ ერთხელ წაიღებდა 2024 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის ჯილდოს. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, შარშან 260 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, 215 მილიონი დოლარი ხელფასად, 45 მილიონი დოლარი კი სასპონსორო გარიგებებიდან.
აღსანიშნავია, რომ სიაში მეორე ადგილზე მყოფმა, 100 მილიონით ნაკლები იშოვა, ვიდრე კრიშტიანუმ. "გოლდენ სტეიტ უორიორსის" კალათბურთელმა, სტტეფ კარიმ, 2024 წელს 153,8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, მთლიანი თანხიდან მხოლოდ 53,8 მილიონი ეკუთვნის წმინდად ხელფასს, დანარჩენი კი სპონსორებისგანაა. სამეულის პოდიუმს ბრიტანელი მოკრივე, ტაისონ ფიური ასრულებს - 147 მილიონი (140 მილიონი ხელფასი + 7 სპონსორობა).
სამეულს გარეთ პირველი ლეო მესია, რომლის შემოსავალმაც 135 მილიონი შეადგინა, აქვეა ლებრონ ჯეიმსიც - 133.5 მილიონი დოლარით. ათეულში შედიან ნეიმარი, მბაპე, ბენზემა, ოლეკსანდრ უსიკი და გოლფის მოთამაშე ჯონ რამი.
