"რემატჩისთვის იანს ველოდებით" - ჯონ ვუდი
8 საათის წინ
სხვა
1 წთ
ჯონ ვუდმა დაადასტურა, რომ იანის გარდა სხვა მეტოქეს არ ელოდებიან. მერაბ დვალიშვილი მზადაა, გუნდი მხოლოდ იანის პასუხს ელოდება.
მერაბი ერთ-ერთი იმ მებრძოლთაგანია, რომელიც ხვალვე მზადაა ჩხუბისთვის. თუ მას დაურეკავენ და ეტყვიან: 'ჩვენ ამ ღონისძიებისთვის გვჭირდები', მერაბი იმ წამსვე დათანხმდება.
რემატჩისთვის იანს ველოდებით, რომ დრო და თარიღი გვითხრას. ეს ის მეტოქეა, რომელიც დაგვისახელეს და არ მგონია რაიმე შეიცვალოს. - ამბობს ჯონ ვუდი
👀🇬🇪 Coach John Wood confirms that Petr Yan is the name that has been given to Merab Dvalishvili for his next fight, they’re just waiting on a time and date:
— Home of Fight (@Home_of_Fight) May 20, 2026
“Merab is one of those guys that we’ve seen obviously will literally fight tomorrow if you called him and said ‘hey we… pic.twitter.com/obTRe8MdwN
შეგახსენებთ, რომ იანმა დვალიშვილს მეორე ჩხუბი მოუგო და ქართველს სუპერმსუბუქი წონის ქამარიც წაართვა. სავარაუდოდ, მესამე ჩხუბი აგვისტოს ბოლოს შედგება.