"პრატესზე ფოკუსირებული ვარ, მაგრამ მთავარი მიზანი მახაჩევია" - ჯეკ დელა მადალენა
8 საათის წინ
სხვა
1 წთ
ისლამ მახაჩევთან ქამრის წაგების შემდეგ, მადალენა ოქტაგონზე პირველად ბრუნდება. ყოფილი ჩემპიონი ამბობს, რომ პრატესთან ძალიან მობილიზებულია, თუმცა, მთავარი მიზანი მაინც ისლამ მახაჩევია.
ამ ეტაპზე ჩემი ყურადღება ნამდვილად პრატესზეა მიმართული, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი ისლამ მახაჩევთან რემატჩია.
ეს არის რისთვისაც ვმუშაობ, რისკენაც მივისწრაფი. ჩემთვის დიდად მნიშვნელოვანი არ არის ეს ახლავე იქნება თუ მოგვიანებით, ეს ჩემი მიზანია. მინდა რემატჩი მოვიგო და ვნახო, შემიძლია თუ არა საკუთარი თავის სწორად განვითარება. - ამბობს ჯეკ დელა მადალენა
🚨 Jack Della Maddalane, asıl hedefinin Islam Makhachev ile rövanş olduğunu açıkladı:
— Kırmızı Köşe (@KirmiziKoseMMA) April 25, 2026
‘’Yani, şu anki tüm odağım kesinlikle Prates üzerinde ama, evet, asıl hedefim Islam Makhachev ile bir rövanş maçı yapmak.
Çalıştığım, ulaşmak istediğim şey bu. Bu ister yakın zamanda olsun… pic.twitter.com/Pf1J2EQz14
თუ მადალენას ქამარზე გასვლა კვლავ სურს, მაშინ ეს ჩხუბი აუცილებლად უნდა მოიგოს. ამისთვის კარგი ნიადაგი უკვე შექმნილია, რადგან ის შინაურ კედლებში იბრძვის. ჩხუბი პერთში გაიმართება და რა თქმა უნდა, საღამოს მთავარი ჩხუბია. ეს დაპირისპირება კვირას 3 მაისს დაიწყება.