"ორივენი შემდეგი დონის ათლეტები არიან" - ხორხე მასვიდალი
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
ხორხე მასვიდალს ძალიან უნდა ცარუკიანის და თოფურიას ბრძოლა რაც შეიძლება მალე ნახოს. ის ამბობს, რომ 5 წელიწადში მათ დაპირისპირებას აზრი აღარ ექნება, რადგან მათი საუკეთესო ფორმა დაკარგული იქნება.
არ მინდა ეს ჩხუბი 4-5 წელიწადში ჩატარდეს. მირჩევნია ეს ბრძოლა მაშინ შედგეს, როცა ორივე მებრძოლი თავის პრაიმშია. ორივესთან საკმაო ხნის განმავლობაში მივარჯიშია და ვიცი, რომ ისინი შემდეგი დონის ათლეტები არიან. - ამბობს ხორხე მასვიდალი
Jorge Masvidal calls on the UFC to book Ilia vs Arman during their prime years 💯👏
— FREAK.MMA (@FREAKMMA1) April 28, 2026
"I don't want it to be like 4-5 years from now. I'd rather it be while both are in their prime. I've trained with both of them a good amount of times. Both are next-level athletes."
(via… pic.twitter.com/5ytWOO8Owb
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას მომავალი ჩხუბი თეთრ სახლში ელის. ის მთავარ ბრძოლაში ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება და გამარჯვებული მსუბუქი წონის ქამარს დაეუფლება. ეს ღონისძიება 15 ივნისს არის ჩანიშნული.