ნიკა შუშიაშვილი ადრიატიკის ლიგის გამარჯვებულია | ნოვი ბეოგრადი პირველ ტიტულს დაეუფლა
3 წლის წინ
სხვა
1 წთ
"ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ და ადრიატიკის თასი ავწიეთ. მიხარია და მეამაყება, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ და გამარჯვების მოპოვებაში ჩემი წვლილი შევიტანე. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია - წინ სერბეთისა და ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპები გველის. ახალი შემართებითა და უფრო მეტი მოტივაციით ველოდებით სეზონის კულმინაციას, გუნდი ყველა გამოწვევისათვის მზადაა", - აღნიშნა შუშიაშვილმა Live.ge-სთან საუბრისას.აქვე გეტყვით, რომ ადრიატიკის ლიგის მოგებით, "ნოვი ბეოგრადი" ისტორიაში პირველ ტიტულს დაეუფლა.