"MMA-ს ისტორიაში ყველა დიდი ბრძოლაა და UFC-მ ნებისმიერი თანხა უნდა გადაიხადოს" - ქუთათელაძე
3 საათის წინ
სხვა
1 წთ
გურამ ქუთათელაძემ ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. გავრცელდა ჭორი, რომ მათი ჩხუბი თეთრ სახლში მებრძოლების მხრიდან მოთხოვნილი მაღალი თანხის გამო ჩაიშალა. გურამი ამბობს, რომ ეს დაპირისპირება MMA-ს ისტორიაში ყველაზე დიდი იქნება და UFC-მ ნებისმიერი თანხა უნდა გადაიხადოს.
- ორივე მებრძოლი დიდი ჰონორარით უნდა დაჯილდოვდეს. ორგანიზაციამ უნდა გადაიხადოს, რადგან ეს MMA-ს ისტორიაში ყველაზე დიდი ჩხუბი იქნება, არა მხოლოდ UFC-ში.
- კონორი-ხაბიბის ჩხუბზე დიდიც იქნება?
- ეს ყველა ნებისმიერ ჩხუბზე დიდი დაპირისპირება იქნება. ასეთი ჩხუბი არ ყოფილა და ორგანიზაციამ ორივე მებრძოლს დიდი თანხა უნდა გადაუხადოს. შერეული საბრძოლო ხელოვნებების ისტორიაში ყველაზე გრანდიოზული ჩხუბი იქნება. - ამბობს გურამ ქუთათელაძე
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია თეთრ სახლში მაინც იჩხუბებს. მისი მეტოქე ჯასტინ გეიჯი იქნება, რომელსაც მსუბუქი წონის ქამრისთვის შეერკინება. ეს ჩხუბი 15 ივნისს არის ჩანიშნული.