Belive

მენი პაკიაო და ფლოიდ მეივეზერი კონტრაქტის დეტალებზე ვერ თანხმდებიან

5 საათის წინ სხვა
1 წთ

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პაკიაო და მეივეზერი ბრძოლის დეტალებზე ვერ თანხმდებიან. ფლოიდს საგამოფენო ჩხუბი სურს, მენის კი რეალური ბრძოლა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ მოკრივეები სხვადასხვა აზრზე არიან ბრძოლა ჩაშლილი არ არის. აღსანიშნავია, რომ კონტრაქტში პროფესინალური ბრძოლაა ჩაწერილი.

შეიძლება ის გრძნობდეს, რომ საგამოფენო ჩხუბს ატარებს, მაგრამ მან კონტრაქტს მოაწერა ხელი. იქ კი წერია, რომ რეალურ ბრძოლას გავმართავთ. საგამოფენო ჩხუბს არ ჩავატარებ. კონტრაქტშიც ზუსტად ეს წერია, მეიზევერს უნდა ახსოვდეს. - განაცხადა პაკიაომ

შეგახსენებთ, რომ მეივეზერს პროფესიონალურ კრივში შესანიშნავი რეკორდი აქვს 50-0-ზე. პაკიაოს გუნდი თვლის, რომ ამერიკელს სწორედ ამ რეკორდის გაფუჭების ეშინია. აქვს იმასაც გეტყვით, რომ მეივეზერს პაკიო დამარცხებული ჰყავს.

სხვა სტატიები