Belive

"მე მისი სული წავიღე" - ჯასტინ გეიჯი

4 საათის წინ სხვა
1 წთ

ჯასტინ გეიჯიმ ზუსტად დაასახელა ის მომენტი, როდესაც ილია თოფურია გატეხა. პირველ ორ რაუნდში მისი ვერ გათიშვის შემდეგ, თოფურია ფსიქოლოგიურად შეირყა - სწორედ ამას ამბობს გეიჯი.

ის ძალიან მაგარია, ღვიძლი ახლაც მტკივა. სხეულში დარტყმები სიგიჟე იყო, ძალიან სწრაფი... როდესაც მეორე რაუნდში ფინიში ვერ აიღო, მე მისი სული წავიღე. პრესკონფერენციაზეც ვთქვი, მან საკუთარი თავი კუთხეში მიიმწყვდია იმით, რომ აპირებდა დომინანტი ყოფილიყო. ვამბობდი, როცა მეორე-მესამე რაუნდში გადავიდოდით, ის ძალიან გაოცებული დარჩებოდა. - განაცხადა ჯასტინ გეიჯიმ

შეგახსენებთ, ილიასა და გეიჯის ბრძოლა თეთრი სახლის მთავარი ჩხუბი იყო. მე-4 რაუნდის დასრულების შემდეგ, თოფურიას დიდი ზიანი ჰქონდა და მე-5 რაუნდში ჩხუბი ვეღარ შეძლო. შესაბამისად, ბრძოლა გეიჯიმ მოიგო და მსუბუქი წონის ჩემპიონიც გახდა.

სხვა სტატიები