Belive

"მე აქამდეც გავთიშულვარ და ამით ვერ შემაშინებ" - ჯასტინ გეიჯი თოფურიას

3 საათის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიამ და ჯასტინ გეიჯიმ ერთმანეთთან ისაუბრეს. რა თქმა უნდა, შეხვედრა პირისპირ არ შემდგარა, მაგრამ ბიჭებმა მაინც მოახერხეს და ამ ბრძოლის დაძაბულობა გვაგრძნობინეს.

- მსოფლიო დონის მებრძოლია. მისი ბოლო სამი ფინიში გასაოცარია. ჩემს წინ დიდი გამოწვევაა. აუთსაიდერი ვარ და მთელმა მსოფლიომ ჩამომწერა. მე მიყვარს წნეხი.

- მე არ ჩამომიწერიხარ ჯასტინ, ასე მძიმედ ამიტომაც ვვარჯიშობ.

- მიყვარს, რომ ფიქრობ ჩემი დანოკაუტება შეგიძლია, რადგან როცა 2-3 რაუნდში გადავინაცვლებთ, მიხვდები, რომ ბევრი სისულელე ილაპარაკე.

- ძმაო, მეორე და მესამე რაუნდი არ იქნება. ეს არ მოხდება. მე პირველივე რაუნდში გათიშავ. ჯასტინ, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა ის არის, რომ რაღაც ისეთს იგრძნობს, რაც აქამდე არ გამოგიცდია. ჩემნაირს არ შეხვედრილხარ.

- მე აქამდეც გავთიშულვარ. საქმე ისაა, რომ შენ არ შეგიძლია ჩემი კონტროლი ან ისეთი რამ დამმართო, რაც აქამდე არ მიგრძვნია. - ისაუბრეს PatMcAfeeShow-ში

შეგახსენებთ, რომ გეიჯის და ილიას ბრძოლა თეთრი სახლის მთავარი ჩხუბი იქნება. ეს დაპირისპირება 15 ივნისს გამთენიისას გაიმართება.

სხვა სტატიები