Belive

"მასთან ჩხუბი პატარა სათამაშოთი გართობასავით იქნება" - ჯეიკ პოლი

11 საათის წინ სხვა
1 წთ

ჯეიკ პოლი ამბობს, რომ მისთვის ილიასთან დაპირისპირება ძალიან მარტივი იქნება. მიზეზად თოფურიას სიმაღლეს ასახელებს.

დავამტკიცე, რომ MMA-ს კარგი სტრაიკერების დამარცხება შემიძლია. პადის მილიონი დოლარი და თვითმფრინავი გავუგზავნე, მაგრამ იქიდან სიჩუმე მივიღე. ვფიქრობ, იგივე მოხდება თოფურიას შემთხვევაშიც. კრივის შეხვედრა მასთან ჩემთვის გახურებასავით იქნება. თუ MMA-ში შევერკინები ალბათ მომიგებს. მასთან ჩხუბი პატარა სათამაშოთი გართობასავით იქნება. ის 165 სანტიმეტრია. ეს ბიჭი იმდენად პატარაა, რომ ატრაქციონზეც კი ვერ დაჯდება. - ამბობს ჯეიკ პოლი

შეგახსენებთ, რომ ჯეიკს კრივში 14 ჩხუბი აქვს გამართული და აქედან მხოლოდ ორი დათმო. მას მაიკ ტაისონი, მაიკლ პერი, ნეით დიასი, ანდერსონ სილვა და სხვები ჰყავს დამარცხებული.

რაც შეეხება ილიას, ის თეთრი სახლის ბრძოლისთვის ემზადება. 15 ივნისს მისი ჩხუბი ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ შედგება, რომელსაც მსუბუქი წონის ქამრისთვის დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები