მახაჩევმა თოფურია საუკეთესო მებრძოლთა სიაში მეხუთეზე გაიყვანა
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
ცნობილმა ამერიკელმა იუთუბერმა ადინ როსმა ისლამ მახაჩევთან ერთი დღე გაატარა. ვარჯიშის შემდეგ, როსმა მახაჩევთან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა და ჰკითხა რამეს თუ შეცვლიდა UFC-ში. მახაჩევმა მებრძოლთა საერთო რეიტინგის შეცვლა გადაწყვიტა.
P4P რეიტინგს შევცვლი. პირველ ადგილზე ჩემს თავს გავიყვან. პანტოჟა, ასპინალი, ვოლკანოვსკი და თოფურია. - განაცხადა მახაჩევმა
საინტერესო ის არის, რომ ილია თოფურია, რომელიც ახლა საერთო რეიტინგში პირველზეა, მეხუთე ადგილზე გაიყვანა. სიიდან ამოაგდო მერაბ დვალიშვილიც რომელიც საუკეთესოთა შორის მესამე პოზიციას იკავებს.