Belive

მახაჩევი: "მერაბი სამარცხვინოდ მოიქცა - ჩვენს ბიჭებს არაფერი დაუშავებიათ"

13 საათის წინ სხვა
1 წთ

აბუ დაბიში ძმებ ნურმაგომედოვებსა და მერაბ დვალიშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებსთან დაკავშირებით, ისლამ მახაჩევს კიდევ ერთხელ ჰკითხეს აზრი, სადაც ისლამმა დაღესტნელები დაიცვა მერაბის საქციელს სამარცხვინო უწოდა.

ვფიქრობ, ეს ინციდენტი ძალიან გაბერეს და მასშტაბები ზედმეტად გაზარდეს. შესაძლოა, საამიროებში ასეთი რამ არ ხდება, მაგრამ იქ, საიდანაც ჩვენ ვართ, დაღესტანში - ჩხუბები ყოველდღე ხდება. ადამიანების უმრავლესობამ არ იცის, საიდან დაიწყო ეს დაპირისპირება.

ყველაფერი სინამდვილეში საქართველოში დაიწყო. მერაბი ძალიან სამარცხვინოდ მოიქცა, კაცის დედა შეურაცხყო. რამდენადაც ვიცი, იმ ადამიანს დედა გარდაცვლილი ჰყავდა. ჩემთვის კი ეს წმინდაა.

არ მგონია, რომ ჩვენმა ბიჭებმა რამე დააშავეს. ადამიანები საკუთარ სიტყვებზე პასუხს უნდა აგებდნენ. გარკვეულ ზღვარს როცა გადახვალ, შედეგებსაც უნდა ელოდო.

როცა ღირსებას გილახავენ, აღარ აქვს მნიშვნელობა, ჩხუბი ერთი-ერთზეა თუ ორი-ერთზე. თუ ვინმეს იწვევ და ერთი-ერთზე ჩხუბობ, ეს მესმის. საქართველოში მომხდარი ამბისას მერაბმა აჰმედს დაარტყა, მაგრამ გაგრძელების საშუალება არ მისცეს. ხალხი ჩაერია, იქ ბევრი ქართველიც იყო და მეტის გაკეთება აღარ დააცადეს. იმ დღის შემდეგ გულში წყენა და ბრაზი ჰქონდა ჩარჩენილი და პირისპირ დალაპარაკების შანსი არ ჰქონია. რომ დაინახა, გამოიწვია. სულ ეს არის. ამაზე მეტი საუბარი აღარ მინდა. - განაცხადა ისლამ მახაჩევმა

შეგახსენებთ, რომ მერაბს დაღესტნელთა ჯგუფი, აბუ დაბის სასტუმროში, უკნიდან მიეპარა და თავს დაესხა. ამის გამო 6 თავდასხმელი დააკავეს და 6-თვიანი პატიმრობაც მიუსაჯეს, თუმცა ციხიდან მალევე გათავისუფლდნენ. ციხეში 2 დღე გაატარეს მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმაც.

სხვა სტატიები