"მაინც მგონია, რომ მერაბისთვის ყველაზე რთული გამოწვევა უმარია" - კორმიე
UFC 320-ს დასრულების შემდეგ, დენიელ კორმიემ ბრძოლები განიხილა და მერაბ დვალიშვილსაც შეეხო. მან ქართველს ძალიან განსაკუთრებული უწოდა და იქვე მისთვის ყველაზე რთული გამოწვევაც დაასახელა. DC თვლის, რომ დვალიშვილს ყველაზე დიდ პრობლემას უმარი შეუქმნის.
მისი გამარჯვებების სერია შესაძლოა 16 გახდეს და ისლამ მახაჩევს გადაასწროს. მერაბ დვალიშვილი ძალიან განსაკუთრებულია. ეს უნდა გითხრათ, ვფიქრობ, უმარ ნურმაგომედოვი ერთადერთი ბიჭია, რომელიც შესაძლოა მისთვის რთული გამოწვევა გახდეს. სხვა დანარჩენი მერაბთან ვერ ჩერდება. ბიჭებს ძალიან უჭირთ გაარკვიონ როგორ დაამარცხონ, რადგან ის უბრალოდ არ წყვეტს გდებების მცდელობებს. მერაბი მოსამზადებლად ძალიან რთული გამოწვევაა. - განაცხადა დენიელ კორმიემ
Daniel Cormier still believes Umar Nurmagomedov is the only fighter who can challenge Merab 🥊🔥
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) October 6, 2025
"I got to tell you, I think Umar Nurmagomedov is probably the one guy that can challenge him. Everyone else cannot stay with him. It’s going to be very difficult for guys to figure… pic.twitter.com/yV10cSWXNx
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ქამარი მესამედ დაიცვა და ლეგენდარული დომინიკ კრუზის შედეგი გაიმეორა. სენდჰეგენთან ჩხუბში "მანქანამ" 117-ე გდება შეასრულა და UFC-ს რეკორდების წიგნში პირველ ადგილზე ჩაეწერა.