მაგომედ ანკალაევმა პერეირას საჩემპიონო ქამარი წაართვა
UFC-ის ქვემძიმე დივიზიონს ახალი ჩემპიონი ჰყავს. მაგომედ ანკალაევმა, ფანების საყვარელი ჩემპიონის და წინა წლის საუკეთესო მებრძოლის დამარცხება შეძლო. ალექს პერერამ საკუთარი უპირატესობები ვერ გამოავლინა.
ყველასათვის მოულოდნელად, ბრძოლა 25 წუთს გაგრძელდა - 5 რაუნდის ბოლომდე ჩატარებას არ ვარაუდობდნენ, რადგან ორივე მებრძოლი მაღალი დონის სტრაიკერია, ამასთან პერეირას უკანასნელი 4 ბრძოლა ნოკაუტით ჰქონდა მოგებული.
არ დადასტურდა ისიც, რომ ანკალაევი წარმატების მიღწევას მხოლოდ ჭიდაობით შეეცდებოდა - 25 წუთის განმავლობაში, მაგომედს არცერთი თეიქდაუნი არ შეუსრულებია, მან პერეირასთან უპირატესობას დგომში მიაღწია. მეორე რაუნდის ბოლოს იყო მომენტი, რომელიც ბრძოლის მთავარ ეპიზოდად უნდა ჩავთვალოთ. ანკალაევმა სუფთად გაუტარა თავისი მარცხენა ბრაზილიელს და შემდეგ მარჯვენაც მიაყოლა შუბლში, რამაც პერეირა შეაბარბაცა და ნოკდაუნში გაუშვა, ალექსს გონგის ხმამ მოუსწრო.
მსაჯების გადაწყვეტილებით, ანკალაევმა ჩატარებული 5 რაუნდიდან 4 მოიგო და ახალი ჩემპიონი გახდა.
MAGOMED ANKALAEV ROCKS ALEX PEREIRA WITH A BIG LEFT HAND AT THE END OF THE SECOND ROUND!! 😳😳 #UFC313 pic.twitter.com/jxw61IFYct
— Championship Rounds (@ChampRDS) March 9, 2025
MAGOMED ANKALAEV DEFEATS ALEX PEREIRA BY UNANIMOUS DECISION! (49-46, 48-47, 48-47)
— Championship Rounds (@ChampRDS) March 9, 2025
AND NEW!!! #UFC313pic.twitter.com/hSGH6e8gIy