Belive

ლეგენდარული კუბელი ქალი ძიუდოისტი გულის შეტევით გარდაიცვალა

4 წლის წინ სხვა
1 წთ

54 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა ლეგენდარული კუბელი ქალი ძიუდოისტი - ესტელა როდრიგესი. ესტელა როდრიგესი +72 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და პირველი კუბელი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვება შეძლო (1989 წელს). ასევე იგი იყო 2-გზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანი. პირველი ვერცხლის მედალი მანდ 1992 წლის ბარსელონას, მეორე მედალი კი 1996 წლის ატლანტას ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა. პროფესიონალური ძიუდოს დასრულების შემდეგ, როდრიგესს შაქრიანი დიაბეტი აწუხებდა. საბოლოოდ, 2022 წლის 10 მარტს, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კუბელი სპორტსმენი გულის შეტევით გარდაიცვალა.

სხვა სტატიები