კროუფორდმა კანელო დაამარცხა და სუპერსაშუალო წონის ჩემპიონი გახდა
ლას ვეგასში წლის ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა გაიმართა. კრივის სუპერსაშუალო წონაში ერთმანეთს კანელო ალვარესი და ამერიკელი, ტერენს კროუფორდი დაუპირისპირდნენ. დიდებული სანახაობა 12 რაუნდს გაგრძელდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად კროუფორდი გამოცხადდა (116:112 | 115:113 | 115:113).
37 წლის კროუფორდმა, ამ მოგებით, 5 ტიტული გააერთიანა და სუპერსაშუალო წონის უდავო ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ კროუფორდი გახდა პირველი კაცი მოკრივე, რომელიც ჩემპიონი 3 განსხვავებულ წონით კატეგორიაში გახდა (სუპერმსუბუქი, ქვემსუბუქი და სუპერსაშუალო).
ტერენს კროუფორდს პროფესიონალურ კარიერაში 42 ბრძოლა აქვს ჩატარებული და არცერთხელ დამარცხებულა. კანელო ალვარესს კი 66 ბრძოლიდან 3 მარცხი აქვს, მათ შორის ერთი სუპერსაშუალო წონაში, 2013 წელს, ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ.