Belive

კარლოს ულბერგმა ჩემპიონის ქამარი წვეულებაზე დაკარგა

1 საათის წინ სხვა
1 წთ

კარლოს ულბერგმა UFC-ს ჩემპიონის ქამარი დაკარგა. ახალ ზელანდიელი ჩემპიონი ტიტულის მოპოვებას წვეულებით აღნიშნავდა, რა დროსაც ზედმეტად ბევრის დალევა ,,მოუწია'' და ქამარიც უყურადღებოდ დატოვა.

ძმაო, ქამარი დავკარგე. არ ვიცი სად არის. თავიდან დალევა გეგმაში არ მქონდა, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა რომ მომიწია დამელია. ღამის კლუბიდან გამოვედით და ქამარი თან არ გვქონდა. - განაცხადა ულბერგმა

შეგახსენებთ, რომ ულბერგმა ეს ტიტული ჟირი პროჰასკას წინააღმდეგ ჩხუბში მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ კარლოსმა პროჰასკა ნოკაუტით დაამარცხა.

სხვა სტატიები