Belive

"იცით ხაბიბმა ილიაზე რა მითხრა?" - კამარუმ ხაბიბთან დიალოგი გაიხსენა

3 დღის წინ სხვა
1 წთ

კამარუ უსმანმა და ჰენრი სეხუდომ საკუთარ პოდკასტში ჯასტინ გეიჯის შესახებ ისაუბრეს. ორივენი შეთანხმდნენ, რომ ფიზიევთან გამარჯვების შემთხვევაში ჯასტინი სატიტულო ბრძოლას მიიღებს. საინტერესო ის არის, რომ გეიჯი მსუბუქი წონის მებრძოლია, სადაც ჩემპიონი ისლამ მახაჩევია.

აქ თავს იჩენს ილია თოფურიას ფაქტორი, რომლის შესახებაც კამარუმ თქვა რომ ჯერ სატიტულო ჩხუბს სავარაუდოდ არ მიიღებს. ამის დასამტკიცებლად ნიგერიელმა ხაბიბთან საუბარი გაიხსენა.

ნამდვილად მჯერა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ჯასტინი სატიტულო შანსს მიიღებს. ერთხელ ხაბიბს ილიას შესახებ ვესაუბრე და იცით რა მითხრა? ვკითხე იმსახურებდა თუ არა მსუბუქი წონის ქამრისთვის ბრძოლას და მიპასუხა, რომ თოფურიას ჯერ პირველ კონტენდერთან სჭირდებოდა ჩხუბი. - განაცხადა კამარუმ

საინტერესოა, რომ გასულ ღამეს თოფურიამ საინტერესო პოსტი გაავრცელა. მისი თქმით, ილიას მომავალი მეტოქით ძალიან გავოცდებით. ასევე ყურადსაღებია "მატადორის" მენეჯერის განცხადებაც. მალკი კავამ თქვა, რომ ქვემსუბუქი წონის ქამარს მსუბუქ წონაში სატიტულო ჩხუბის გარანტიის გარეშე არ დათმობდნენ.

სხვა სტატიები