Belive

"ისლამთან იმას გავაკეთებ რაც მომინდება, რადგან უბრალოდ უკეთესი ვარ" - ილია თოფურია

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიამ მსუბუქ წონაში გადასვლის სურვილი კიდევ ერთხელ გააჟღერა. "მატადორი" დარწმუნებულია, რომ ისლამ მახაჩევს დაამარცხებს და ორი წონის ქამარს დაეუფლება.

UFC-მ იცის, რომ წონის შეცვლა მინდა. ბოლოს ყველაფერი ისე ხდება, როგორც თავად UFC ინებებს. მათ იციან როგორ მართონ ბიზნესი. თუ მეტყვიან რომ ქვემსუბუქ წონაში ქამარი უნდა დავიცვა, ამას გავაკეთებ. ქვემსუბუქ დივიზიონში თუ დავრჩები მხოლოდ ვოლკანოვსკის ვეჩხუბები, რადგან მასზე მეტად ამას არავინ იმსახურებს.

პირადად მე 70 კილოგრამში გადასვლა მსურს, რადგან დარწმუნებული ვარ რომ ორი დიზივიონის ჩემპიონი გავხდები. ხალხის თვალში საუკეთესო ისლამია, მაგრამ მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი მე ვარ. მასთან იმას გავაკეთებ რაც მომინდება, რადგან უბრალოდ უკეთესი ვარ. - განაცხდა ილია თოფურიამ

შეგახსენებთ, რომ ილია ახლა სიდნეიში იმყოფება სადაც მისი ძმა ალექსანდრე პირველ UFC-ის ჩხუბს გამართავს. ალექსის მეტოქე ავსტრალიელი კოლბი სიქნები იქნება. ბრძოლა 9 თებერვალს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები