"ისლამთან ბრძოლაზე უფრო ვინერვიულებდი, ვიდრე ილიაზე" - პადის მწვრთნელი
10 თვის წინ
სხვა
1 წთ
პადი პიმბლეტის მწვრთნელმა პოლ რიმერმა ილიასთან შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა. Submission Radio-სთან ინტერვიუში რიმერი ამბობს, რომ ისლამთან ჩხუბზე მეტად იდარდებდა, ვიდრე ილიასთან.
ორი ჩხუბი რომ შემოგვთავაზონ - ილია ან ისლამი, ისლამთან ჩხუბზე მეტად ვიდარდებდი. მასთან ბრძოლაზე უფრო ვინერვიულებდი, ვიდრე ილიასთან ჩხუბზე. ჩემთვის მახაჩევი დივიზიონში გამორჩეული ბიჭია. ისლამი უდავოდ მსოფლიოში საუკეთესო მსუბუქწონოსანია. - განაცხადა პიმბლეტის მწვრთნელმა
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას ერთ-ერთ პოტენციურ მოწინააღმდეგედ პადი პიმბლეტი განიხილება. მსუბუქ წონაში გაჩემპიონების შემდეგ, ილიასთან ოქტაგონზე პიმბლეტი ავიდა და გამოწვევას დათანხმდა.