"ილიას გარდა, 77 კილოგრამში ნებისმიერის დამარცხება შეუძლია" - მერაბ დვალიშვილი
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილს სჯერა, რომ მახაჩევი ილია თოფურიას მიწაზე გაკონტროლებას ვერ შეძლებს. გარდა ამისა, მერაბი თვლის, რომ თოფურიას სტილი მახაჩევისთვის ძალიან უხერხულია და სწორედ ამიტომ მისი დამარცხების შანსი არ აქვს.
თუ მახაჩევი ილიას გადაიყვანს, შეუძლებელია მიწაზე გააჩეროს. მახაჩევი დიდებული მებრძოლია და ჩემი აზრით, ილიას გარდა, 77 კილოგრამში ნებისმიერის დამარცხება შეუძლია. ბრძოლებს სტილები ქმნის და ილიას სტილი მახაჩევისთვის ძალიან ცუდია. მახაჩევი ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი და კარგი ადამიანია, მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ თუ ისინი შეხვდებიან ილია ეჭვგარეშეა რომ მოიგებს. - ამბობს მერაბ დვალიშვილი
🤔Merab says Islam Makhachev WONT be able to hold Ilia Topuria down.
— Dovy🔌 (@DovySimuMMA) May 31, 2026
“If Makhachev takes Ilia down, he won’t be able to hold Ilia down. Makhachev is a great fighter. I think he can beat everybody at 170 except Ilia because styles make fights”
via @MerabDvalishvil pic.twitter.com/jjbqtvjnUE
შეგახსენებთ, რომ ილიასა და ისლამის ჩხუბის ჩანიშვნა თეთრი სახლის მთავარ ღონისძიებაზე იგეგმებოდა. თოფურიას გუნდი ამბობს, რომ ჩხუბზე უარი მახაჩევის მხარემ თქვა, რადგან ისლამს ხელის ტრავმა აწუხებდა.