ილია თოფურიამ ესპანური ორგანიზაცია WOW FC-ის აქციები შეიძინა
6 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ესპანური MMA-ს ორგანიზაციის აქციონერი გახდა. "მატადორმა" WOW FC-ის აქციები შეიძინა.
დიდი სიხარულით მივესალმებით ილია თოფურიას, როგორც WOW-ის აქციონერს.
ეს ალიანსი MMA-ს ესპანეთში კიდევ უფრო გააძლიერებს. თქვენი ნიჭი და ვნება იდეალურად ემთხვევა ჩვენს მისიას და დიდ მიღწევებს ერთად აღვნიშნავთ. - წერს WOW-ს ოფიციალური გვერდი
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას მომავალი ბრძოლა მაქს ჰოლოუეისთან ჩაენიშნა. ქართველი ჩემპიონი კუთვნილ ქამარს პირველად დაიცავს და ეს აბუ-დაბიში მოხდება. აღნიშნული ბრძოლა 26 ოქტომბერს არის ჩანიშნული.