Belive

"ილია საავადმყოფოშია, ძალიან მძიმედაა" - დანა უაითი

4 საათის წინ სხვა
1 წთ

ბრძოლების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე დანამ ილიას ჯანმრთელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ილიას ამ ეტაპზე დასვენება სჭირდება და მომავალ ჩხუბზე საუბარი ძალიან ადრეა.

ილია საავადმყოფოშია, ძალიან მძიმედაა. ექიმი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, მისი თვალბუდის ძვალი გატეხილია. ჩემი სურვილია სახლში დაბრუნდეს, გამოჯანმრთელდეს და დასასვენებლად დრო გამოიყენოს. დღეს მძიმე ღამე ჰქონდა.ახლა მის მომავალ ბრძოლაზე არც კი ვისაუბრებ. - განაცხადა დანა უაითმა

შეგახსენებთ, ილიასა და გეიჯის ბრძოლა თეთრი სახლის მთავარი ჩხუბი იყო. მე-4 რაუნდის დასრულების შემდეგ თოფურიას დიდი ზიანი ჰქონდა და მე-5 რაუნდში ჩხუბი ვეღარ შეძლო. შესაბამისად, ბრძოლა გეიჯიმ მოიგო და მსუბუქი წონის ჩემპიონიც გახდა.

სხვა სტატიები