"ილია ძმასავით გამომესარჩლა" - ალექს პერეირა
22 საათის წინ
სხვა
1 წთ
ალექს პერეირა ამბობს, რომ ჯოშ ჰოკიტთან მომხდარი ინციდენტის დროს, თოფურია საქმეში ძმასავით ჩაერთო. ბრაზილიელის თქმით, ჰოკიტი საზღვრებს გასცდა და ილიამ ეს შეურაცხყოფად მიიღო.
ინგლისური არ მესმის და ვფიქრობ, თოფურიამ ეს შეურაცხყოფად მიიღო. ილია ამ ყველაფერს შეესწრო და ძმასავით გამომესარჩლა. მან ჰოკიტს სახეში ბოთლი თუ ბოთლის თავსახური ესროლა, როდესაც დაინახა, რომ ის საზღვრებს გასცდა.
ჩემთვის ჰოკიტი უგუნური ტიპია. ის ისეთი კაცია, საკუთარ ოჯახსაც კი რომ ვერ ეწყობა. პრობლემური პიროვნებაა, ისეთი ტიპია, არავის რომ არ უყვარს. დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაში ბევრი პრობლემა აქვს - ამბობს ალექს პერეირა
Alex Pereira says Ilia Topuria stepped up like a brother after Josh Hokit started clowning at the press conference. 🤝👏
— FREAK.MMA (@FREAKMMA1) May 18, 2026
"I don’t understand English and I think Topuria took offense to that, and Topuria saw that and he stepped up as a brother. Ilia threw the bottle or bottle cap… pic.twitter.com/FC7ktFLGvF
ეს მებრძოლები ერთ საღამოს იასპარეზებენ. ჰოკიტიც, პერირაც და ილია თოფურიაც თეთრი სახლის ღონისძიებაზე იჩხუბებენ. ამ ისტორიული საღამო ბრძოლა ილიასა და გეიჯის შორის შედგება, რომელიც მსუბუქი წონის ქამრისთვის იქნება. ღონისძიება 15 ივნისსაა ჩანიშნული.