Belive

"ეს არის ის გარემო, რომელიც ადამიანს ჩემპიონად აქცევს" - კაიო ბორალიო თოფურიაზე

4 საათის წინ სხვა
1 წთ

UFC-ს ბრაზილიელი მებრძოლი კაიო ბორალიო ავსტრალიაში იმყოფება და ვარჯიშობს. კაიო იმავე დარბაზში ვარჯიშობს, სადაც ალექსანდრე საკუთარი მომავალი ჩხუბისთვის ემზადება. Submission Radio-სთან ინტერვიუში, ბორალიომ ილიასთან შეხვედრაზე და თოფურიებთან გატარებულ დროზე ისაუბრა.

ილიას და მის ძმას UFC-ს დარბაზში შევხვდი. სიმართლე გითხრათ მე ილიას დიდი ფანი ვარ. ის ძალიან კარგი და კეთილი ადამიანია. ცდილობს ყველას გამოელაპარაკოს და მათთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. Fighting Nerds-ის სათვალე გამომართვა და მასთან ერთად ფოტოებიც გადაიღო. ჩემი აზრით, ილიას გარშემო მყოფი ხალხი მისი ამ სიმაღლეზე ყოფნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. დღეს ილიასა და ალექსი ვარჯიშისას მთელი გუნდი იქ იყო, ყველანი გალიას იყვნენ შემოხვეულნი და ბიჭებს ეხმარებოდნენ. ჩემი აზრით, ეს არის ის გარემო, რომელიც ადამიანს ჩემპიონად აქცევს. - განაცხადა კაიო ბორალიომ

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურიას დებიუტი UFC-ში 9 თებერვალს შედგება. უფროსი თოფურიას მეტოქე ალექს ვოლკანოვსკის გუნდელი კოლბი სიქნესი იქნება.

სხვა სტატიები