Belive

IJF-ს განახლებული რეიტინგი - თუშიშვილი TOP 3-ში, ჯაბნიაშვილი და გრიგალაშვილი დაწინაურდნენ

3 საათის წინ სხვა
2 წთ

ავსტრიის გრან პრი ქართული ტრიუმფით დასრულდა - გურამ თუშიშვილმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს, ვერცხლის მედალს დასჯერდა ტატო გრიგალაშვილი.

ასე და ამგვარად, 2 ოქრო და 1 ვერცხლი - ეს ნიშნავს რომ ვაჟთა შორის, გუნდურად, საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა.

ავსტრიის გრან პრის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

  • 90 კგ წონით კატეგორიაში მოპოვებული ოქროს მედლით - გიორგი ჯაბნიაშვილმა 700 სარეიტინგო ქულა ჩაიწერა და მსოფლიო რეიტინგში 14 პოზიციით წინ წაიწია, ახლა მის ანგარიშზე 1579 სარეიტინგო ქულაა და 21 წლის ქართველი, მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერია.

  • დავრჩეთ 90 კგ წონით კატეგორიაში, სადაც ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ 2 შეჯიბრია ასპარეზობს. მან პირველ შეჯიბზე ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ავსტრიის გრან პრიზე ფინალში გავიდა, თუმცა ტრავმის გამო ვერ გამოცხადდა, შესაბამისად ვერცხლის მედალს დაეუფლა. შესაბამისად, ვერცხლის მედალზე მან 490 სარეიტინგო ქულა დაიწერა და 90 კგ წონით კატეგორიაში 108 პოზიციით დაწინაურდა. 3-გზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, 90 კგ წონითი კატეგორიის 72-ე ნომერია.

  • 6-თვიანი დისკვალიფიკაციიდან დაბრუნა ოქროს მედლით აღნიშნა გურამ თუშიშვილმა და მსოფლიო რეიტინგში 700 სარეიტინგო ქულა მოიმატა, რითაც იგი მსოფლიოს საუკეთესო 3-ეულში დაბრუნდა. თუშიშვილის ანგარიშზე 5506 სარეიტინგო ქულაა და იგი მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერია.

სხვა სტატიები