გზად მე-12 ჩემპიონობისკენ - ტედი რინერი მსოფლიო ჩემპიონატზე იჭიდავებს
2025 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი უმასპინძლებს, რომელიც 13-20 ივნისს გაიმართება.
საფრანგეთის ძიუდოისტთა ნაკრებმა კი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა უკვე გამოაქვეყნა, თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს შემადგენლობა წინასწარია და მხოლოდ სპორტსმენების ტრავმებისა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეიძლება შეიცვალოს.


როგორც ჩანს, ტედი რინერი ტრავმას ნელ-ნელა იშუშებს და მსოფლიო ჩემპიონატისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება იმისათვის, რომ კარიერაში მეთორმეტედ იზეიმოს მსოფლიო ჩემპიონობა.
შემადგენლობა
მამაკაცები
60 კგ - ლუკა მხეიძე, რომან ვალადირ-პიკარდი
73 კგ - ბენჟამინ გაბა
90 კგ - მაქიმ-გაელ ნგაიაპ ჰამბუ
+100 კგ - ტედი რინერი
ქალები
48 კგ - შირინ ბუკლი
52 კგ - ამანდინ ბუშარი
57 კგ - სარა-ლეონი სისიკე
63 კგ - კლარის აგბენენუ
70 კგ - მარგო პინო
+78 კგ - რომან დიკო