გიგა ჭიკაძის ბრძოლის თარიღი შეიცვალა
5 საათის წინ
სხვა
1 წთ
გიგა ჭიკაძე მომავალ ბრძოლას დევიდ ონამასთან ჩაატარებს. უგანდელ მებრძოლს კარიერაში 13 მოგება და 2 მარცხი აქვს. აღსანიშნავია, რომ ონამამ ორივე ჩხუბი UFC-ში წააგო.
თავდაპირველად, ჭიკაძისა და ონამას ჩხუბი 6 აპრილს ლას ვეგასში, UFC Apex-ში უნდა გამართულიყო. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო 27 აპრილს გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ ჩხუბი სავსე არენაზე, კანზასში გაიმართება.
Giga Chikadze vs. David Onama Set for April 26 UFC Event via @CagesideJay #MMA #UFC https://t.co/lEA8KLFN3X
— Cageside Press (@Cagesidepress) February 2, 2025
გიგა ჭიკაძემ ბოლო ბრძოლა 28 ივლისს არნოლდ ალენის წინააღმდეგ ჩაატარა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. "ნინძას" კარიერაში 15 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს.